Féminins des adjectifs - ზედსართავი სახელის მდედრობითი სქესი

ზოგადი წესის მიხედვით, ზედსართავი სახელის მდედრობითი სქესის საწარმოებლად საჭიროა მამრობითი სქესის ზედსართავ სახელს დავუმატოთ დაბოლოება "e".

rodzaj

ნახეთ და მოისმინეთ მაგალითები, ყურადღება მიაქციეთ გამოთქმებს: ზოგიერთ შემთხვევაში მდედრობით სქესში "e" -ს დამატება ცვლის სიტყვის წარმოთქმას, რადგან სიტყვის ბოლო თანხმოვანი იკითხება.

sure

sûr დარწმუნებული => sûre  დარწმუნებული

fort ძლიერი => forte ძლიერი

gai მხიარული => gaie მხიარული

génial გენიალური => géniale  გენიალური

მამრობით სქესში "e" ზე დაბოლოვებული ზედსართავი სახელი მდედრობით სქესში უცვლელი რჩება.

chouette2

chouette მაგარი

sage ჭკვიანი

formidable შესანიშნავი

cool მაგარი

"On"-სა და "s"-ზე დაბოლოებული მამრობითი სქესის ზედსართავი სახელები მდედრობით სქესში იორმაგებენ ბოლო თანხმოვანს და იმატებენ "e"-ს

bonne

bon კარგი, კეთილი => bonne კარგი,კეთილი

gros სქელი, მსუქანი => grosse სქელი, მსუქანი