კონსტრუქცია - « C’est…» – «ეს არის»


იმისათვის, რომ მივუთითოთ საგანზე ან გამოვხატოთ ემოცია, ფრანგულ ენაში შეგვიძლია გამოვიყენოთ კონსტრუქცია - « c’est … », რომელიც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება - « ეს არის »

C’est + არსებით სახელს, როდესაც გვსურს მისი აღნიშნვა, მაგალითად:

 

c'est

 

C'est Stéphane.  ეს სტეფანია.

C'est Julie. ეს ჟიულია.

C'est Thomas. ეს თომაა.

 

როდესაც გვსურს, მივუთითოთ, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნივთი, ჩვენ ვანიშნებთ მისკენ და ვამბობთ:

 

c'est 2

 

C'est mon cahier. ეს ჩემი რვეულია.

C'est un monstre. ეს მონსტრია.

C'est une fille. ეს გოგონაა.

 

C’est + ზმნიზედა ან ზედსართავი სახელი გამოხატავს ჩვენს ემოციას, იმას თუ როგორ აღვიქვამთ რაიმე ნივთს თუ მოვლენას:

alt

 

C’est à moi.  ეს არის ჩემი / ეს მე მეკუთვნის.

C’est à toi.  ეს არის შენი / ეს შენ გეკუთვნის.

 

C’est + ზედსართავ სახელს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ. მაგ.:

alt

 

C’est chouette. მაგარია.

C’est cool. მაგარია/სუპერ.

C’est bon. კარგია. (კერძების დაგემოვნებისას აგრეთვე აღნშნავს "ეს გემრიელია")   

 

ზოგჯერ ეს სტრუქტურა გამოყენებულია შემდეგ გამოთქმებშიც:

«C’est pas grave»- «არა უშავს». «C’est correct» – «სწორია».