მასწავლებლებისთვის

კეთლი იყოს თქვენი მობრძანება ვებგვერდზე visaubrotfrangulad.ge! 

 

ჩვენ გთვაზობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ, ასწავლოთ ფრანგული ენა 10-12 წლის ასაკის ბავშვებს. წარმოდგენილი მასალით ბავშვები ასევე შეძლებენ სახლში თავადვე შეისწავლონ ფრანგული ენა.

 

 

გაკვეთილების სცენარები:

 

როგორ ვიხელმძღვანელოთ ამ ვებგვერდით?

გთხოვთ, გაეცნოთ გაკვეთილების მოდულებს. აქ თქვენ იხილავთ სასწავლო ვიდეოებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, გრამატიკას, ფონეტიკას, სავარჯიშოებს. თითოეულ გაკვეთილში ჩართულია მცირე ზომის სტატია საფრანგეთის კულტურის შესახებ, მოსწავლეების მიერ დახატული კომიქსი, ასევე ამოსაბეჭდი მასალები, სურათები, რომლებიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ, დაჭრათ, გააფერადოთ და ითამაშოთ მას შემდეგ, რაც კომპიუტერს მოსწყდებით.

 

როგორ ვასწავლოთ?

რუბრიკაში "მასწავლებლებისთვის" თქვენ იხილავთ PDF დოკუმენტებს, რომლებიც მეგზურობას გაგიწევთ ფრანგული ენის სწავლებაში ამ ვებგვერდის მასალის გამოყენებისას. ამობეჭდეთ ისინი და თან გქონდეთ საკლასო ოთახში.

 

რა ვქნათ, თუკი ფრანგული ენა არ ვიცით?

ვებგვერდი www.visaubrotfrangulad.ge შექმნილია იმგვარად, რომ მისი გამოყენების საშუალება მისცეს მათაც კი,  ვისაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება ფრანგულ ენასთან. ვიდეოზე აღბეჭდილ გათამაშებულ სცენებს თან ერთვის დიალოგების ტრანსკრიფციები და მათი თარგმანი ქართულ ენაზე (შესაძლებელია ტრანსკრიფციების და თარგმანების სურვილისამებრ დამალვა ან გამოჩენა). ყველა მითითება და განმარტება, რომელიც სწავლაში დაგეხმარებათ, ქართულ ენაზეა. ყოველთვის, როდესაც სიტყვა ან წინადადება შეგხვდებათ ფრანგულ ენაზე, იქვე შეგეძლებათ მათი მოსმენა და ქართული შესატყვისის ნახვა.

სასწავლო ვიზიტები პროექტის მხარდაჭერა