პროექტის დანერგვა

პროექტ visaubrotfrangulad.ge-ს ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს როგორც ტრენინგების ჩატარება ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, ასევე ანიმაციები ბავშვებისთვის სხვადასხვა სკოლებში.

 

ტრენინგების და ანიმაციების მიზანია, ავუხსნათ მასწავლებლებს და ბავშვებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ვებგვერდის visaubrotfrangulad.ge რუბრიკებში განთავსებული სასწავლო თუ საგანმანათლებლო მასალით, როგორ ისარგებლონ ვებგვერდით კლასში ფრანგული ენის შესასწავლად ან ფრანგულ ენაზე სათამაშოდ, ასევე, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ფრანგული კულტურის გაცნობა.

 

იმედი გვაქვს, ჩვენი ტრენინგები და ანიმაციები დაგარწმუნებთ, რომ ფრანგული ენის შესწავლა მართლაც ადვილი და სახალისოა.

 

დაელოდეთ სიახლეებს ჩვენს ვებგვერდზე.

პროექტის მხარდაჭერა