კითხვები და პასუხები
1.ყოველთვის მაინტერესებდა საფრანგეთში სკოლებში არსებული შეფასების სისტემა.

პასუხი: საფრანგეთში არსებული შეფასების სისტემა საქართველოს შეფასების სისტემისგან განსხვავდება: დაწყებით კლასში, მხოლოდ ზოგიერთ სკოლაში გამოიყენება ქულების სისტემა. ხოლო კოლეჯსა და ლიცეუმში შემდეგი შეფასების სისტემა ვრცელდება:

0-8 ქულა: არადამაკმაყოფილებელი

8-9 ქულა: სუსტი

10-11 ქულა: დამაკმაყოფილებელი

12-13 ქულა: საკმაოდ კარგი

14-15 ქულა: კარგი

16-20 ქულა: ძალიან კარგი

2. შესაძლებელია ფრანგული ენის დამოუკიდებლად მარტო შესწავლა?

პასუხი: რა თქმა უნდა, ჩვენი საიტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ფრანგული. smiley-smile

3.რომელია ყველაზე მაღალის მწვერვალი საფრანგეთში?

პასუხი: ყველაზე მაღალი მწვერვალი საფრანგეთსა და მთელს ევროპაში არის მონ ბლანი (Mont Blanc), რომელიც ალპებში მდებარეობს.დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ აქ

mont-blanc

 

4. რას ნიშნავს რატატუი, ბუიაბესი და კიში?

რატატუი, ბუიაბესი და კიში ფრანგული კერძის სახელწოდებებია.

 

ბუიაბესი გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის სხვადასხვა თევზის წვნიანი.

 

bouillabaise

 

რატატუი არის ქალაქ ნიცის ტრადიცული კერძი, რომელიც შედგება მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეულისგან.

 

ratatouille

 

კიში ეს არის კერძი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: სპეციალურ ცომზე თავსდება ბოსტნეული ან ხორცეული და ესხმება კვერცხი და ნაღები. ყველაზე ცნობილია Quiche lorraine , საფრანგეთის რეგიონ ლორენიდან.

 

quiche

5. რა ტანსაცმელია მოდაში ახლა საფრანგეთში?

პასუხი: პარიზი მოდის ქალაქია, მოდის უახლესი ტენდენციების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

http://www.modeaparis.com/fr

smiley-smile
6. რომლებია ცნობილი ფრანგული ზღაპრები?

პასუხი: "ცეროდენა", "კონკია", "წითელქუდა", ასევე "ჩექმებიანი კატა", "მძინარე მზეთუნახავი"..

7. რა დროა, რომელი საათია საფრანგეთში?

პასუხი: საფრანგეთი 2 საათით უკან არის საქართველოზე, ზამთარში კი 3 საათით.

 

strefy czasowe

8. რას ნიშნავს "Bonne maman"

პასუხი: "Bonne maman" ნიშნავს ბებოს.smiley-smile

9. ფრანგები მართლა ჭამენ ბაყაყებს?

პასუხი: დიახ, ბაყაყის ბარკლები აუცილებლად უნდა გასინჯოთ პარიზულ რესტორანში. ძველ საფრანგეთში (რევოლუციამდე) მიჩნეული იყო სოციალურად დაბალი ფენის საკვებად, თუმცა მოგვიანებით საზოგადოების მაღალმა ფენამ აღმოაჩინა, რომ ეს ნამდვილი დელიკატესია. smiley-smile

10. პარიზში რომელი მუზეუმებია ცნობილი?

პასუხი: ყველაზე ცნობილი არის: ლუვრის მუზეუმი, ვერსალი. მოდით ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.

11. რომელი ფრანგული კერძია საქვეყნოდ ცნობილი?

ძალიან ბევრი გემრიელი და ცნობილი კერძია წარმოშობით საფრანგეთიდან. ესენია პური ბაგეტი, ბუიაბესი (სხვადასხვა თევზისგან მომზადებული კერძი), ფონდიუ (დამდნარი ყველისგან მზადდება), კიში, კარტოფილის პიურეც კი. ასევე დესერტები: კრემ ბრიულე, შოკოლადის მუსი. ცნობილი მულტფილმის გამოსვლის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ შეიტყო რატატუის შესახებ smiley-smile

12. პარიზი რამდენი ამინისტრაციული ცენტრისგან შედგება?

პასუხი: დღესდღეობით პარიზი იყოფა 20 ადმინისტრაციულ ცენტრად, ნუმერაცია ცენტრიდან იწყება და სპირალისებურად მიდის.

Arrondissements-de-Paris

13. არის თუ არა პარიზში ცნობილი სასაფლაო?

პასუხი: ყველაზე ცნობილია "Père-Lachaise"-ის სასაფლაო, სადაც დასაფლავებულები არიან: ფრედერიკ შოპენი, ონორე დე ბალზაკი, მარია კალასი, ედიტ პიაფი, ოსკარ უაილდი და სხვა ცნობილი ადამიანები. ასევე ცნობილია მონმარტრის სასაფლაო, სადაც განისვენებენ: დალიდა, სტენდალი, ზოლა, ედგარ დეგა და სხვა. ასევე აღსანიშნავია მონპარნასის სასაფლაო, სადაც დასაფლავებულები არიან: შარლ ბოდლერი, სიმონ დე ბოვუარი და სხვა ცნობილი პიროვნებები.

 

14. რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება მოვხვდეთ საქართველოდან საფრანგეთში?

პასუხი: არსებობს საქართველოს ავიახაზები, რომლებიც ასრულებენ რეისებს საფრანგეთის მიმართულებით.

15. პარიზის ცნობილი ძეგლები მაინტერესებს?
16. რომელია საფრანგეთის ყველაზე ლამაზი რეგიონი?

პასუხი: ეს ალბათ გემოვნების საკითხია, ძალიან ლამაზია ლაჟვარდოვანი სანაპირო, ლამაზი პლაჟებითა და პალმიანი სანაპიროებით, პროვანსი და მისი ხეობები, მინდვრები... შემდეგ ბურგუნდია თავისი ვენახებითა და განთქმული ღვინით.

საოცარია კამარგის რეგიონი, თავისი ოქროსფერი ქვიშითა და ბუნების საუცხოო საფარით.

17. ძნელია ფრანგული კერძის მომზადება?

პასუხი: ძნელი არ არის, თუმცა ცოტა რთულია ყველა იმ ინგრედიენტის საქართველოში შოვნა რაც სპეციფიკურად ფრანგულია.

18. ამ გაკვეთილების შემდეგ შეგვეძლება საუბარი ფრანგულად?

პასუხი: თუ თქვენ სერიოზულობით მოეკიდებით ამ საკითხს და ისწავლით მთელი გულისყურით, მაშინ ნამდვილად შეძლებთ გამოხატოთ: სიხარული, დაპატიჟოთ ვინმე სათამაშოდ, და მარტივი ურთიერთობა დაამყაროთ. რაც შეეხება ენის სრულფასოვან შესწავლას, ამას შესაბამისად მეტი დრო სჭირდება.

19. რას მიირთმევენ ფრანგები საუზმესა და ვახშამზე?

პასუხი: მოდით, მიჰყევით ბმულს და ნახეთ ფრანგული სამზარეულო

20. ფრანგული ენა პოპულარულია?

პასუხი: მოდით აბა, ნახეთ ინტერნეტ გვერდი და იქ მოთავსებული "რატომ ვისწავლო ფრანგული"

21. რთულია ფრანგული ენა?

პასუხი: გააჩნია სირთულის საზომად რას ავიღებთ. ფრანგული ენა სირთულის თვალსაზრისით მესამე ადგილას დგას სხვა ენებს შორის, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული ენა ალბათ პირველი თუ არა მეორე მაინც იქნება.

თუმდა იმედს ვიტოვებთ, რომ ფრანგული ენის შესწავლა ჩვენი საიტის მეშვეობით გაცილებით ადვილი იქნება.

22. რა არის ფრანკოფონია?

პასუხი: ფრანკოფონია აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრანგულ ენაზე საუბრობს, ისევე როგორც ყველა იმ ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ფრანგულ ენაზე საუბრობენ.

მსოფლიოში 890 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად, მათ შორის ალბათ, უკვე შენც, ვინაიდან ჩვენი ვებგვერდის საშუალებით დაიწყე ფრანგული ენის შესწავლა.

მსოფლიოში 57 ფრანგულენოვანი ქვეყანაა. მათგან ზოგი საფრანგეთის მეზობელია, მაგალითად, შვეიცარია და ბელგია. სხვები მისგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, როგორც, მაგალითად კვებეკის პროვინცია კანადაში, ან ჰაიტი და მადაგასკარი.

30 ქვეყანასა თუ რეგიონში ფრანგული ოფიციალური ენაა: მოსწავლეები მას სწავლობენ და მასზე საუბრობენ სკოლაში, პოლიტიკოსები კი მას იყენებენ ადმინისტრაციული დოკუმენტებისთვის. მაგალითად, საფრანგეთში, ასევე მის ოკეანისგაღმა დეპარტამენტებსა თუ რეგიონებში, ასევე აფრიკის მრავალ ქვეყანაში, როგორიცაა: ბენინი, ბურკინა ფასო ან კოტ დ’ივუარი.

დანარჩენ ქვეყნებში ფრანგული ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მაგ.: შვეიცარიაში გერმანულთან ერთად, კანადაში ინგლისურთან ერთად. ინდოეთში, ქალაქ პონდიშერიში ფრანგულთან ერთად ინგლისური და 3 ინდური ენაა ოფიციალური!

ზოგიერთ ქვეყანაში ფრანგულს სასაუბრო ენად იყენებენ, მაგალითად მაროკოსა და ალჟირში.

ფრანგულენოვანი ქვეყნები გაერთიანებული არიან ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში OIF. საქართველო ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია.  

Francophonie carte

 

ფრანგულენოვანი ქვეყნები მთელს მsოფლიოშია მიმოფანტული:

ევროპაში: საფრანგეთი, ბელგია, შევიცარია, ლუქსემბურგi.

აფრიკაში: ბენინი, ბურკინა ფასო, კოტ დ'ივუარი, გაბონი, გვინეა, მადაგასკარი, მალი, რუანდა, სენეგალი, მაროკო, ტუნისი, ალჟირი.

ამერიკაში: კანადის ნაწილი (ე.წ. ფრანგულენოვანი კანადა: კვებეკი, ახალი ბრუნსუილი და ონტარიო), ფრანგული გვიანა. და სხვა ქვეყნები

francophonie

 

 

 

 

დასვით კითხვა
არ არის პასუხი თქვენს კითხვაზე? შეავსეთ ფორმა, დასვით შეკითხვა და ჩვენ ვუპასუხებთ  თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე!

*ყველა ველი სავალდებულოა


თქვენი სახელი *



თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი*




შეკითხვა*



რამდენია ორს მივუმატოთ სამი? (ჩაწერე ასოებით)