პასუხი: საფრანგეთში არსებული შეფასების სისტემა საქართველოს შეფასების სისტემისგან განსხვავდება: დაწყებით კლასში, მხოლოდ ზოგიერთ სკოლაში გამოიყენება ქულების სისტემა. ხოლო კოლეჯსა და ლიცეუმში შემდეგი შეფასების სისტემა ვრცელდება:
0-8 ქულა: არადამაკმაყოფილებელი
8-9 ქულა: სუსტი
10-11 ქულა: დამაკმაყოფილებელი
12-13 ქულა: საკმაოდ კარგი
14-15 ქულა: კარგი
16-20 ქულა: ძალიან კარგი
პასუხი: რა თქმა უნდა, ჩვენი საიტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ფრანგული.
პასუხი: ყველაზე მაღალი მწვერვალი საფრანგეთსა და მთელს ევროპაში არის მონ ბლანი (Mont Blanc), რომელიც ალპებში მდებარეობს.დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ აქ
რატატუი, ბუიაბესი და კიში ფრანგული კერძის სახელწოდებებია.
ბუიაბესი გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის სხვადასხვა თევზის წვნიანი.
რატატუი არის ქალაქ ნიცის ტრადიცული კერძი, რომელიც შედგება მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეულისგან.
კიში ეს არის კერძი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: სპეციალურ ცომზე თავსდება ბოსტნეული ან ხორცეული და ესხმება კვერცხი და ნაღები. ყველაზე ცნობილია Quiche lorraine , საფრანგეთის რეგიონ ლორენიდან.
პასუხი: პარიზი მოდის ქალაქია, მოდის უახლესი ტენდენციების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
პასუხი: "ცეროდენა", "კონკია", "წითელქუდა", ასევე "ჩექმებიანი კატა", "მძინარე მზეთუნახავი"..
პასუხი: საფრანგეთი 2 საათით უკან არის საქართველოზე, ზამთარში კი 3 საათით.
პასუხი: "Bonne maman" ნიშნავს ბებოს.
პასუხი: დიახ, ბაყაყის ბარკლები აუცილებლად უნდა გასინჯოთ პარიზულ რესტორანში. ძველ საფრანგეთში (რევოლუციამდე) მიჩნეული იყო სოციალურად დაბალი ფენის საკვებად, თუმცა მოგვიანებით საზოგადოების მაღალმა ფენამ აღმოაჩინა, რომ ეს ნამდვილი დელიკატესია.
პასუხი: ყველაზე ცნობილი არის: ლუვრის მუზეუმი, ვერსალი. მოდით ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.
ძალიან ბევრი გემრიელი და ცნობილი კერძია წარმოშობით საფრანგეთიდან. ესენია პური ბაგეტი, ბუიაბესი (სხვადასხვა თევზისგან მომზადებული კერძი), ფონდიუ (დამდნარი ყველისგან მზადდება), კიში, კარტოფილის პიურეც კი. ასევე დესერტები: კრემ ბრიულე, შოკოლადის მუსი. ცნობილი მულტფილმის გამოსვლის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ შეიტყო რატატუის შესახებ
პასუხი: დღესდღეობით პარიზი იყოფა 20 ადმინისტრაციულ ცენტრად, ნუმერაცია ცენტრიდან იწყება და სპირალისებურად მიდის.
პასუხი: ყველაზე ცნობილია "Père-Lachaise"-ის სასაფლაო, სადაც დასაფლავებულები არიან: ფრედერიკ შოპენი, ონორე დე ბალზაკი, მარია კალასი, ედიტ პიაფი, ოსკარ უაილდი და სხვა ცნობილი ადამიანები. ასევე ცნობილია მონმარტრის სასაფლაო, სადაც განისვენებენ: დალიდა, სტენდალი, ზოლა, ედგარ დეგა და სხვა. ასევე აღსანიშნავია მონპარნასის სასაფლაო, სადაც დასაფლავებულები არიან: შარლ ბოდლერი, სიმონ დე ბოვუარი და სხვა ცნობილი პიროვნებები.
პასუხი: არსებობს საქართველოს ავიახაზები, რომლებიც ასრულებენ რეისებს საფრანგეთის მიმართულებით.
პასუხი:
და მრავალი სხვა.
პასუხი: ეს ალბათ გემოვნების საკითხია, ძალიან ლამაზია ლაჟვარდოვანი სანაპირო, ლამაზი პლაჟებითა და პალმიანი სანაპიროებით, პროვანსი და მისი ხეობები, მინდვრები... შემდეგ ბურგუნდია თავისი ვენახებითა და განთქმული ღვინით.
საოცარია კამარგის რეგიონი, თავისი ოქროსფერი ქვიშითა და ბუნების საუცხოო საფარით.
პასუხი: ძნელი არ არის, თუმცა ცოტა რთულია ყველა იმ ინგრედიენტის საქართველოში შოვნა რაც სპეციფიკურად ფრანგულია.
პასუხი: თუ თქვენ სერიოზულობით მოეკიდებით ამ საკითხს და ისწავლით მთელი გულისყურით, მაშინ ნამდვილად შეძლებთ გამოხატოთ: სიხარული, დაპატიჟოთ ვინმე სათამაშოდ, და მარტივი ურთიერთობა დაამყაროთ. რაც შეეხება ენის სრულფასოვან შესწავლას, ამას შესაბამისად მეტი დრო სჭირდება.
პასუხი: მოდით, მიჰყევით ბმულს და ნახეთ ფრანგული სამზარეულო
პასუხი: მოდით აბა, ნახეთ ინტერნეტ გვერდი და იქ მოთავსებული "რატომ ვისწავლო ფრანგული"
პასუხი: გააჩნია სირთულის საზომად რას ავიღებთ. ფრანგული ენა სირთულის თვალსაზრისით მესამე ადგილას დგას სხვა ენებს შორის, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული ენა ალბათ პირველი თუ არა მეორე მაინც იქნება.
თუმდა იმედს ვიტოვებთ, რომ ფრანგული ენის შესწავლა ჩვენი საიტის მეშვეობით გაცილებით ადვილი იქნება.
პასუხი: ფრანკოფონია აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრანგულ ენაზე საუბრობს, ისევე როგორც ყველა იმ ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ფრანგულ ენაზე საუბრობენ.
მსოფლიოში 890 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად, მათ შორის ალბათ, უკვე შენც, ვინაიდან ჩვენი ვებგვერდის საშუალებით დაიწყე ფრანგული ენის შესწავლა.
მსოფლიოში 57 ფრანგულენოვანი ქვეყანაა. მათგან ზოგი საფრანგეთის მეზობელია, მაგალითად, შვეიცარია და ბელგია. სხვები მისგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, როგორც, მაგალითად კვებეკის პროვინცია კანადაში, ან ჰაიტი და მადაგასკარი.
30 ქვეყანასა თუ რეგიონში ფრანგული ოფიციალური ენაა: მოსწავლეები მას სწავლობენ და მასზე საუბრობენ სკოლაში, პოლიტიკოსები კი მას იყენებენ ადმინისტრაციული დოკუმენტებისთვის. მაგალითად, საფრანგეთში, ასევე მის ოკეანისგაღმა დეპარტამენტებსა თუ რეგიონებში, ასევე აფრიკის მრავალ ქვეყანაში, როგორიცაა: ბენინი, ბურკინა ფასო ან კოტ დ’ივუარი.
დანარჩენ ქვეყნებში ფრანგული ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მაგ.: შვეიცარიაში გერმანულთან ერთად, კანადაში ინგლისურთან ერთად. ინდოეთში, ქალაქ პონდიშერიში ფრანგულთან ერთად ინგლისური და 3 ინდური ენაა ოფიციალური!
ზოგიერთ ქვეყანაში ფრანგულს სასაუბრო ენად იყენებენ, მაგალითად მაროკოსა და ალჟირში.
ფრანგულენოვანი ქვეყნები გაერთიანებული არიან ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში OIF. საქართველო ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია.
ფრანგულენოვანი ქვეყნები მთელს მsოფლიოშია მიმოფანტული:
ევროპაში: საფრანგეთი, ბელგია, შევიცარია, ლუქსემბურგi.
აფრიკაში: ბენინი, ბურკინა ფასო, კოტ დ'ივუარი, გაბონი, გვინეა, მადაგასკარი, მალი, რუანდა, სენეგალი, მაროკო, ტუნისი, ალჟირი.
ამერიკაში: კანადის ნაწილი (ე.წ. ფრანგულენოვანი კანადა: კვებეკი, ახალი ბრუნსუილი და ონტარიო), ფრანგული გვიანა. და სხვა ქვეყნები