ოლივიე მესიანი / Olivier Messiaen (1908-1992)

 

Messiaen


ფრანგი კომპოზიტორი ოლივიე მესიანი   დაიბადა 1908 წელს საფრანგეთში. კომპოზიტორის დედა იყო პოეტი, მამა ლიტერატურისა და უცხო ენის სპეციალისტი. ოლივიეს დედა გრძნობდა, რომ მისი შვილი ხელოვანი გახდებოდა. მის მიერ შვილის დაბადებისას დაწერილ ლექსში ჩანს კიდეც, რომ ოლივიეს შორიდან ესმოდა მუსიკის ხმები და ცისფერ ფრინველებს ხედავდა.

 

პატარა ოლივიე მუსიკის მიმართ დიდი ნიჭით გამოირჩეოდა. მოზრდილ ასაკში კი მას შეეძლო ერთმანეთისგან გაერჩია მრავალი ფრინველის ხმა და სწორედ ამ ფრინველების ხმამ უბიძგა მას კომპოზიციების შესაქმნელად.

 

JEUNE MESSIAEN

 

პატარა ოლივიე მუსიკალურ სკოლაში იღებდა განათლებას. ერთ დღესაც მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს, პარკში გასულიყვნენ და ჩიტების ჭიკჭიკისთვის მოესმინათ.

 

 ჩიტის ჭიკჭიკი 


 

ჩიტებმა ოლივიე იმდენად მოხიბლეს, რომ მან გადაწყვიტა მათი ჭიკჭიკი მუსიკისთვის დაეკავშირებინა. თუმცა ეს არ იყო იოლი საქმე.

ჩიტი ადამიანზე გაცილებით პატარა ზომისაა, მისი გული კი ადამიანის გულზე გაცილებით სწრაფად ფეთქავს. სწორედ ამიტომაც ჩიტი ძალიან სწრაფი ტემპითა და მაღალი ტონით ჭიკჭიკებს. ეს ტონი ძალიან ძნელად მიიღება მუსიკალური ინსტრუმენტებით. 

ზედმიწევნით კარგად რომ გადმოეცა ჩიტების ჭიკჭიკი, ოლივიე იძულებული იყო შეექმნა ბგერების ორი სპეციალური კომბინაცია.

მოუსმინეთ როგორ შეძლო მან შაშვის ხმის გადმოცემა.

 

შაშვი

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ ოლივიე მესიანის შთაგონების წყარო ჩიტების ჭიკჭიკი იყო, მისი კომპოზიციებიც განსხვავდება სხვა სტილისგან. შესაბამისად, ეს კომპოზიციები იმ ბგერებს შეიცავენ, რომლებიც არასოდეს ყოფილა მუსიკაში. გარდა ამისა მელოდიაც, სრულად არ არის ჰარმონიული, პიანინოსაც კი განსხვავებული ჟღერადობა აქვს. სხვათა შორის, მესიანის შემოქმედებაში ვხვდებით სხვადასხვა ინსტრუმენტებს: დოლი, სასულე, აზიური ეგზოტიკური ინსტრუმენტები. ერთ-ერთი სიმღერაში კი გამოყენებული იყო რეზინის ტყვიების ბურთულები

 

ეგზოტიკური ფრინველის სიმღერა

 

 

 

მესიანი ჩიტებს სამყაროს პირველ მუსიკოსებს და მასწავლებლებს უწოდებდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი დიდი შრომის მიუხედავად ვერასოდეს შექმნიდა ისეთ ნამდვილ მუსიკალურ შედევრს, რომელსაც ჩიტი ბუნებრივად ქმნიდა.

 

როდესაც ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა კომპოზიტორს, მან ირონიულად უთხრა: "ბატონო, დღეს ვისაუბრებთ ჩიტზე". მესიანმა მკაცრად უსაყვედურა: "პატივი ეცი, მეგობარო, მასწავლებელს".

 

შავი შაშვი "Le Merle Noir"

 

 

მესიანმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ჩიტებსა და მუსიკას. მოხუცებულობაშიც კი დიდ დროს ატარებდა ფანქრით ხელში ტყეებში, მთებსა და ყვავილნარში. იწერდა ჩიტების ჭიკჭიკს.

 

olivier messiaen

 

კომპოზიციაში "ეგზოტიკური ფრინველები" (Oiseaux exotiques) მან გააერთიანა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები იმ ჩიტების ხმები, რომლებიც თვალითაც კი არ უნახავს.

 

მესიანი გარდაიცვალა 1992 წელს. მის საფლავზე არის მისივე მეუღლის მიერ მიძღვნილი ძეგლი.

 

41861 Messiaen nagrobek