"Bravo !" 

როგორ წარმოვთქვათ ფრანგული ბგერა - "o" დახურული.    

 

ზედმიწევნით კარგად მოამრგვალეთ და დააწვრილეთ ტუჩები, წინ წამოწიეთ, ისე თითქოს დასტვენას აპირებთ და არ შეცვალოთ მდგომარეობა ისე წარმოთქვით ბგერა "o". არ გახსნათ ტუჩები, როგორც შეძლებთ ისე.

 

გამოგივიდათ? კარგია. ეს არის "o" - დახურული.

 

მოდით, ვნახოთ მაგალითები და მასწავლებლის მსგავსად წარმოთქვით, სიტყვები სადაც ეს ბგერა ფიგურირებს.

 

repos

dodo

bientôt

au lit

beau

gâteaux

cadeaux

chocolat

trop

aussi

on saute

 

ახლა შევეცადოთ და გავარჩიოთ ეს ორი ბგერა "o" "ღია" (გახსნილი ტუჩებითა და ბაგეებით ნათქვამი) და "o" – "დახურული". ( ბმული : http://phonetique.free.fr/indexphonvoy.htm )

აირჩიეთ შემდეგი სიმბოლოები: [o] [ɔ]

 

აირჩიეთ შემდეგი სავარჯიშოები:

 

1. მოუსმინეთ სიტყვების 10 წყვილს. დააწკაპეთ (=) თუ სიტყვები ერთი და იგივეა ხოლო (¹) თუ განსხვავებული.

2. მოუსმინეთ შემდეგ 10 სიტყვას. დააწკაპეთ თუ გესმით ბგერა [o] (როგორც "bravo"-ში) და [ɔ] თუ გესმით ბგერა როგორც (სიტყვაში "fort")

 

დააწკაპეთ ღილაკს "commencer" დაწყება.

 

თითოეული მაგალითის წინ დააწკაპეთ შესაბამის სურათს, მოუსიმინეთ ბგერას, უაპსუხეთ და აღნიშნეთ შესაბამის გრაფაში.

 

ბოლოს, როდესაც დაასრულებთ დავალების შერულებას, შეამოწმეთ შედეგები. ამისათვის საკმარისია, დააჭიროთ ღილაკს "Score" და ნახოთ სწორი პასუხების რაოდენობა. თუ გსურთ სწორი პასუხების გაგება, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს "Réponses" - პასუხები, ხოლო თუ თქვენ გსურთ სავარჯიშოს გამეორება, შეგიძლიათ დააჭიროთ გამეორების ღილაკს "Refaire l'exercice" - სავარჯიშოს გამეორება.

 

გისურვებთ წარმატებებს!