Les adjectifs possessifs au singulier - კუთვნილებითი ზედსართავი სახელები მხოლობით რიცხვში 

 

ნივთისა და პიროვნების კუთვნილების გამოსახატად ვიყენებთ კუთვნილებით ზედსართავ სახელს. დღევანდელ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრებთ მხოლობითი რიცხვის კუთვნილებით ზედსართავ სახელზე - « mon – ma » - ჩემი, « ton – ta » - შენი « votre- votre»- თქვენი, «son- sa»- მისი.

 

possessifs

 

ფრანგულ ენაში კუთვნილებითი ზედსართავი სახელის სქესი დამოკიდებულია არსებითი სახელის სქესზე.

 

სიტყვა დედა (maman) მდედრობითი სქესის სიტყვაა და მისი მფლობელი, მესაკუთრე ქალია თუ კაცი, საკუთარი სქესის მიუხედავად იტყვის - Ma maman

 

MA

C’est ma maman. ეს დედაჩემია.

C’est ma mamie. ეს ჩემი ბებიაა.

C’est ma cocotte. ეს ჩემი სიცოცხლეა (მოფერებით).

 

MON

C’est mon papa. ეს მამაჩემია.

C’est mon lapin. ეს ჩემი ბაჭიაა.

C’est mon chéri. ეს ჩემი ძვირფასია, საყვარელია (მოფერებით)

 

TA

C’est ta sœur. ეს შენი დაა.

C’est ta classe. ეს შენი კლასია.

C’est ta fleur de lys. ეს შენი შროშანია.

 

TON

C’est ton petit bout de sucre. ეს შენი ტკბილი ადამიანია (მოფერებით).

C’est ton livre. ეს შენი წიგნია.

C’est ton cartable. ეს შენი სასკოლო ჩანთაა.

 

SA

C’est sa voiture. ეს მისი მანქანაა.

C’est sa tente. ეს მისი კარავია.

C’est son amie. ეს მისი მეგობარი გოგონაა.

დაიმახსოვრეთ! თუკი მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, რომელიც მოსდევს კუთვნილებით სახელს, იწყება ხმოვნით, მაშინ ვიყენებთ ფორმას:

 

SON

C’est son écharpe. ეს მისი ყელსახვევია.

C’est son uniforme. ეს მისი უნიფორმაა.

C’est son cochon d’Inde. ეს მისი ზღვის გოჭია.