სოფი კალი


გაყოლილხართ, ადევნებულხართ უკან ვინმეს? ან თუ აგიკრეფავთ შემთხვევით უცხო ნომერი ტელეფონზე? გიყვართ სხვების ამბების მოსმენა? მაშინ უნდა იცნობდეთ ფრანგი ხელოვანის, სოფი კალის, პროფესიას. Sophie Calle  .

 

       SOPHIE calle   Sophie Calle 2

 

სოფი კალი ზრდასრული ადამიანია, თუმცა მაინც არ იშლის უცნაურ თავგადასავლებსა და თამაშს. მას არ დაუხატავს ნახატები, არც ქანდაკება გამოუძერწავს, მაგრამ მაინც მუდმივ მოქმედებაშია, მაგალითად აღწერს მოვლენებს და შემდეგ ფირზე იღებს. ძლიან ბევრი ადამიანია მისით დაინტერესებული, მათ შორის ჟურნალისტები, დეტექტივები და სოციოლოგები. მათ აინტერესებთ, თუ როგორია სოფი.

 

სოფი კალი პირველი ფოტოგრაფია, რომელმაც გამოფენაზე არცერთი სპეციალურად გადაღებული სურათი არ წარადგინა საკუთარი გამოსახულებით. მან დედას სთხოვა დაექირავებინა დეტექტივების სააგენტოდან ვინმე, ვინც მას მალულად გადაუღებდა ფოტოებს. სწორედ ეს ფოტოები აისახა მის დეტექტიურ სერიაში. მაშინ, როდესაც დეტექტივი სურათის გადაღებაზე იყო ორიენტირებული, სოფი მას იმ ადგილებისკენ გაუძღვა, რომლის ჩვენებაც უნდოდა. ამგვარად დაკვირვების ობიექტი გახდა დამკვირვებელი.

 

Filature 1 nb popr

 

Filature 2

 

ამ სამუშაოში შემთხვევითობამ, რომელსაც სოფი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, დიდი როლი ითამაშა. ერთ დღეს ის დაინტერესდა სატელეფონო ცნობარით.

 

AddressBook 1 color corr

 

როდესაც ერთ-ერთ ნიმერზე დარეკა, ბინის მესაკუთრეები სხვები აღმოჩდნენ. სოფი შეუდგა ცნობარიდან უცხო ნომრებზე რეკვას. თან უცხოებს უსვამდა შეკითხვებს: რა უყვარდათ მათ, როგორ იქცეოდნენ ისინი, რა ჩვევები ჰქონდათ. მათ სთავაზობდა მეგობრობას, ისეთებსაც კი ვინც თუნდაც ერთხელ ჰყავდა ნანახი. ასეთი საინტერესო საქმიანობის შედეგად მან შექმნა იდეალური მამაკაცის სახე, რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა. გაინტერესებთ, როგორ აღიქვამთ იმ ხალხს ვისი ნომრებიც გაქვთ ჩაწერილი ან დამახსოვრებული?

 

უცხოეთში დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ სოფი დაბრუნდა მეგობრებთან პარიზში. თავი ნაკლებად მარტოსულად რომ ეგრძნო, ის ქუჩაში უკან დაჰყვებოდა უცხოებს. მას იმედი ჰქონდა, რომ ამგვარად აღმოაჩენდა საინტერესო ადგილს. თუმცა ეს ერთგვარი რისკიც იყო, შეიძლებოდა დილით "გადევნებულ" ადამიანი საღამოს სადმე შეხვედროდა. რა თქმა უნდა სოფი "შეიარაღებული" იყო თავისი ფოტოაპარატით.

 

SuiteVenitienne 1

 

Suite Venitienne 2

 

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მან  ვენეციის ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. "მე ეს შემთხვევა ახალი კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენე, მეპატრონის არყოფნისას ოთახებს ვუღებდი სურათებს" - ამბობს სოფი.

 

Hotel 3

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდნების, ჩანთების, ნაგვის პარკების გადაღება ეს არ იყო ფოტოგრაფია, ყოველდღიური ჩანაწერები, წერილები და სხვა პირადი ინფორმაცია ეხმარებოდა მას უცხო ადამიანების გაცნობაში. შეგიხედავთ უცხოელისთვის და გიცდიათ გაგეგოთ, რას აკეთებენ ისინი?

 

Hotel 2

 

ხელოვნების ეს შოკისმომგვრელი დარგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასრულებული სამუშაო, რომელსაც კონცეპტუალურ ხელოვნებას უწოდებენ.

 

სოფი კალი ერთობოდა და ისე ქმნიდა ამ დიდ ხელოვნებას, თურმე მოსაწყენი საგნებიც კი შეიძლება დიდ შემოქმედებით პროექტად გადააქციო.

 

როდესაც მან მიიღო საყვარელი ადამიანისგან წერილი დაშორების შესახებ, მან იგივე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მან სხვადასხვა პროფესიის 107 ქალს სთხოვა, დაეწერათ და აპსუხი გაეცათ ამ წერილითვის. პროექტში მონაწილეთა შორის იყო მასწავლებელი, ექიმი, სკოლის მოსწავლე, ბუღალტერი და მოცეკვავე ინდოელი ქალიც კი, რომელმაც შეასრულა სევდიანი ცეკვა... (დედალი თუთიყუშიც კი იყო, მან წერილზე პასუხის ნიშნად ის შეჭამა). ამ პროექტში ახალგაზრდა მომღერალი ქალი კამილიც მონაწილეობდა. თავს გრძნობთ უკეთ, როდესაც იცით რომ მსგავსი პრობლემა სხვადაც ჰქონია?

 

Take Care 3

 

სოფი კალი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია ფრანგ ხელოვნებს შორის. მას გამოფენები ჰქონდა როგორც საფრანგეთში: პარიზის ცნობილ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში Centre Pompidou  , ასევე საფრანგეთის საზღვრებს გარეთ. საინტერესოა, ნეტა კიდევ რა მოხდება სოფი კალთან დაკავშირებიოთ? პასუხი უდავოა: "ალბათ ბევრი საინტერესო რამ".

 

Sophie photographiant