"Coeur"

როგორ წარმოვთქვათ ფრანგული სიტყვა "Coeur" – ”გული”

 

გაამზადეთ ტუჩები "o" –ს სათქმელად და ისე, რომ თქვენს ტუჩებს მდგომარეობა არ შეუცვალოთ, თქვით "e". ასევე გამოითქმის სიტყვა une fleur. გაიმეორეთ ეს ბგერა მასწავლებლის შემდეგ, მაგალითებში:

 

meilleure  

coeur 

soeur

heure

oeuf

Georges Seurat

ascenseu

fleu


 

ახლა გთავაზობთ გასართობ სავარჯიშოს ამ ორი ბგერის გასარჩევად: ერთი ჩვეულებრივი "o", ხოლო მეორე ის ბგერა რომელიც გესმით "fleur"-ში. შეიგიძლიათ იმუშავოთ შემდეგი ბმულის დახმარებით: http://phonetique.free.fr/indexphonvoy.htm

 

იპოვეთ სავარჯიშოები შესაბამისი ბგერით: [ɔ] [œ] და შეასრულეთ ორი სავარჯიშო:


1. მოუსმინეთ პირველ 10 წყვილს. დააწკაპეთ, თუ ეს სიტყვები ერთი და იგივეა (=), ხოლო თუ სხვა და სხვა (= / =).

2. მოუსმინეთ შემდეგ 10 სიტყვას, დააწკაპეთ თუ გესმით ბგერა [ɔ]-ს გრაფაში, ხოლო თუ გესმით ბგერა [œ] (როგორც "fleur"-ში ), შესაბამის გრაფაში.

 

როგორ შეგვიძლია, ვივარჯიშოთ?

 

ბოლოს, როდესაც დაასრულებთ დავალების შერულებას, შეამოწმეთ შედეგები. ამისათვის საკმარისია, დააჭიროთ ღილაკს "Score" და ნახოთ სწორი პასუხების რაოდენობა. თუ გსურთ სწორი პასუხების გაგება, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს "Réponses" - პასუხები, ხოლო თუ თქვენ გსურთ სავარჯიშოს გამეორება, შეგიძლიათ დააჭიროთ გამეორების ღილაკს "Refaire l'exercice" - სავარჯიშოს გამეორება.

 

გისურვებთ წარმატებებს!