რატომ ვისწავლო ფრანგული

 

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოს ქართველმა ფრანგული ენა

 

1. ფრანგულ ენაზე საუბრობს 200 მილიონი ადამიანი ხუთივე კონტინენტზე: ევროპაში (საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია), აფრიკაში (დაახლოებით 20 ქვეყანა), ჩრდილოეთ ამერიკაში (კვებეკი კანადაში, ლუიზიანის შტატი აშშ-ში), სამხრეთ ამერიკაში (ფრანგული გვიანა), აზიაში (კამბოჯა, ლაოსი, ვიეტნამი), ავსტრალიაში (პოლინეზია, ახალი კალედონია), ასევე ზოგიერთ ეგზოტიკურ კუნძულზე (რეუნიონი, მორისი, მადაგასკარი, მარტინიკა) - www.francophonie.org


2. ფრანგული ენა ოფიციალური სახელმწიფო ენაა 32 ქვეყანაში და სასაუბრო ენა სხვა მრავალ ქვეყანაში. მაგრამ საქართველოშიც შესაძლებელია ფრანგულ ენაზე საუბარი. საქართველოში წარმოდგენილია საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ფრანგული ბანკი, მრავალი ფრანგული საწარმო. ასევე საქართველოში ცხოვრობს ბევრი ფრანგი.

 

3. ფრანგული ენა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფრციალური ენაა. ესენია: ევროკავშირი, გაერო, იუნესკო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

 

4. საფრანგეთი ერთ-ერთი ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ცნობისათვის, ბევრი ცნობილი ბრენდი, მაგ: ლ’ ორეალი (L’Oréal)   ,  (Carrefour)   , (Renault)   , (Chanel)   და სხვა. ფრანგული ენის ცოდნა ზრდის კარიერაში წარმატების შანსს როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოშიც (როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ბევრი ფრანგული საწარმო თუ ორგანიზაციაა წარმოდგენილი).

 

5. ფრანგული ენა ელიტარული ენაა. შუა საუკუნეების ევროპაში ფრანგული ინგლისის სამეფო კარის ოფიციალური ენა იყო. მე-18 საუკუნეში იგი საერთაშორისო ენად გადაიქცა, განსაკუთრებით კი დიპლომატიის და კულტურის სფეროებში. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი დიდგვაროვნების ოჯახებში ფრანგულ ენაზე საუბარი აუცილებელი იყო. ფრანგული ენის ფლობა მთელს მსოფლიოში აუცილებლად ითვლება ზოგადად განათლებული ადამიანისთვის და იმისთვის, რომ მიეკუთვნებოფრანგული ერთ-ერთი ულამაზესი ენაა მთელს მსოფლიოში. Le français, c’est la plus belle langue, n’est-ce pas ? 


7. ფრანგული ენის შესწავლისას თქვენ ეცნობით ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განმაცვიფრებელ კულტურას. საქვეყნოდაა ცნობილი ფრანგული ხელოვნება, ლიტერატურა, კინო. საფრანგეთშია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმი ლუვრი (Le Louvre)   ფრანგული ენის ცოდნა გამოგადგებათ, რა თქმა უნდა, საფრანგეთში სტუმრობისას, რადგანაც ფრანგები დიდად აფასებენ მშობლიურ ენას და აქედან გამომდინარე, დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან უცხოელებს, რომლებიც მათ ენაზე საუბრობენ.

 

8. ფრანგული ენა ინტერნეტში ყველაზე მეტად გამოყენებულ ენათა შორის მეორეა.

 

9. იმისთვის, რომ გაიგო სიმღერების შინაარსი   

 

10. დაბოლოს, ფრანგული საჭიროა, რათა გაიბრწყინოთ საზოგადოებაში, რათა ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, რათა იყოთ სხვებისგან განსხვავებული.... smiley-wink

პროექტის მხარდაჭერა