იცით თუ არა, რომ საფრაგეთში ცხოვრობს პინგვინი? რომ ფრანგებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში "ზაფხულის" სითბოთი ისარგებლონ და თუთიყუშებისა და კოლიბრის ქვეყანა მოინახულონ?


მართალც ასეა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთი არ ნიშნავს მხოლოდ რუკაზე აღნიშნულ " საფრანგეთს" (la France métropolitaine   ) ან მხოლო პარიზს და ეიფელის კოშკს... ან კიდევ "ექვს კუთხედს" (l'Hexagone  ) როგორც მას სიყვარულით ფრანგები უწოდებენ.

 

hexagone france

 

საფრანგეთი მოიცავს თვითონ საფრანგეთის ტერიტორიას (რაც აღნიშნულია რუკაზე) და მის საზღვრებს გარეთაც მდებარე, ე.წ. ზღვის გადაღმა ტერიტორიებსაც (la France d’outre mer  ). ამ ტერიტორიების პრეზიდენტი არის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი.

 

როგორც აღვნიშნეთ, საფრაგეთს ოკეანის გადაღმა აქვს დეპარტამენტები: რეუნიონი, გვადელუპი, მარტინიკი და ფრანგული გვიანა. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის შემდეგი ერთეულები: საფრანგეთის პოლონეზია, ახალი კალედონია (ავსტრალიასთან ახლოს), ფრანგული ანტარქტიკა და სხვა.

 

France doutre mer-2

 

მოდით, ვიმოგზაუროთ საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ტერიტორიებზე და "აღმოვაჩინოთ" ისინი.

 

თვადაპირველად წავიდეთ სამხერითსკენ, გავიაროთ მადაგასკარი და გეზი ავიღოთ აფრიკისკენ. ...

 

Reunion - pooenie

 

ახლა ჩვენ ვიმყოფებით კუნძულ რეუნიონზე (L'Ile de la Réunion  ). თვითმფირნავით პარიზიდან ამ კუნძულამდე 11 საათი დაგვჭირდებოდა. კუნძული საკმაოდ დაშორებულია ევროპის ნაწილს (ევროკავშირს l’Union l'Européenne)   .

 

აქ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მთელი წლის მაძილზე დატკბეს კარგი ამინდითა და ტროპიკული კლიმატით. აქვე უნდა აღინიშნოს მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია მისი ჩანჩქერებითა და მცენარეული საფარით.

 

reunion-cascades

 

კუნძულის მეორე ნაწილი არის მშრალი და მზიანი, დაფარული ლამაზი პლაჟებით.

 

Ile La Reunion Plage

 

კუნძულ რეუნიონზე არის მსოფლიოში ერთ-ერთი აქტიური ვულკანი, le Piton de la Fournaise , რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ამოაფრქვევს დიდი რაოდენობით ლავას.

 

reunion-piton-de-la-fournaise-resize

 

ამ დროისათვის ვულკანი მიძინებულია და არ არის საჭირო მისი გამოღვიძება.

ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ეს კუნძული აღმოაჩინეს, მაშინ ის დაუსახლებელი იყო.

რეუნიონი მეჩვიდემეტე საუკუნეში დაიპყრო საფრანგეთმა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო აქ დასახლება სხვადასხვა ქვეყნისა და კანის ფერის ხალხმა.

 

Benetton

 

მათი შთამომავლები დღეს ფრანგები არიან, სხვადასხვა კანის ფერის მშობლების შთამომავლებს მეტისებს უწოდებენ (les métisses ). 2008 წლის მის მსოფლიოს ტიტული სწორედ ასეთი წარმოშობის ქალმა მოიპოვა.

 

Reunion - valerie-begue-miss-reunion-devient-miss-france-2008-271434

 

როდესაც კუნძულ რეუნიონის მაცხოვრებლებს შეხვდებით, ისინი თავაზიანად მოგესალმებიან და გეტყვიან   "Bonjou !"-ს, ბოლო თანხმოვანი "r"-ს გარეშე, თუმცა არ შეეცადოთ ამ შეცდომის შესწორებას.

 

ამ დეპარტამენტებში ფარნგული ენა ოფიციალური შეხვედრების ენაა. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობობს კიდევ ერთი, კრეოლური ენა, რომელიც ფრანგულისა და რეუნიონზე არსებული სხვადასხვა ენების საფუძველზე შეიქმნა...

 

ile La Reunion Cameleon 89880b588c8a4d08bcf31c925e86c0ed

 

მოდით ახლა გადავიდეთ სამხრეთ ამერიკაში- გვადელუპსა (la Guadeloupe  ) და მარტინიკში (la Martinique  ) , რომელსაც ფრანგულ ანტილიად მოისხსენიებენ (les Antilles françaises  ).

 

LocationGuadeloupe

 

მარტინიკი - ტროპიკული კუნძულია. აქ არაჩვეულებრივი ფლორისა და ფაუნის საფარს შევხვდებით: ჩიტებით, სხვადასხვა ყვავილებითა და პეპლებით. ეს კუნძული კოლიბრის სამშობლოა. კოლიბრი პატარა ჩიტია, რომელიც ყვავილების ნექტარით იკვებება. ის ძალიან სწრაფია და მისი ფრთების ფრაიალმა შესაძლოა შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს და პეპელაში აგვერიოს. კოლიბრი არის ჩიტი, რომელსაც წინ და უკან ერთნაირად შეუძლია ფრენა. კუნძულ მარტინიკზე მას ისე უვლიან და კვებავენ, როგორც ჩვენთან ბეღურას.

 

 

ფრანგულ ანტილიაში ყველას უყვარს მუსიკა და ცეკვა. აქ ადრეული ასაკიდან იწყებენ ცეკვის შესწავლას.

 

 

 

განვაგრძოთ სვლა და ვნახავთ, რომ აღმოვჩნდებით ამაზონიის ტყეში. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ფრანგული გვიანა ჰქვია. ფრანგული გვიანა (La Guyane française  ) ერთ-ერთი უდიდესი დეპარტამენტია. ეს ეგზოტიკური ქვეყანა სურინამსა და ბრაზილიას შორის მდებარეობს.

 

carte-guyane-francaise

 

Guyane - Amazonie

 

გვიანაში ძალიან უყვართ გართობა. ისინი ისეთიივე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ კარნავალს, როგორც მისი მეზობელი ბრაზილიელები.

Guadeloupe carna

Guyane - carnaval-285552

 

ფრანგული პოლინეზია (la Polynésie française  ) -კუნძულები წყნარ ოკეანეში, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი არის ტაიტი. აღსანიშნავია, რომ პოლინეზია საფრანგეთის ნაწილი არ არის, ეს მისი ფილიალი - ტერიტორიაა. აქ ოფიციალური ენა არის ფრანგული. აღსანიშნავია, რომ პოლინეზიაში ორი პრეზიდენტი ჰყავთ, ერთი - საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეორე ადგილობრივი.

 

ლანდშაფტი აქაც ულამაზესი და მრავალფეროვანია. ლამაზი პეიზაჟები ძალიან ჰგავს მხატვარი პოლ გოგენის (Paul Gauguin) თვალით დანახულ პეიზაჟებს. ტრადიცული მხატვრობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მხატვრებს გამოეხატათ არსებული ცოცხალი ფერები და მათი შეხამება. ხოლო გოგენმა, როგორც თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელმა და კუბიზმის მიმდევარმა, ეს მოახერხა ძალიან ოსტატურად და კარგად.

 

Gauguintahitianlandscape1891

 

Paul Gauguin jezdzcy

 

აი მის მსოფლიო 1999, მარევა გალანტერი (Mareva Galanter), რომელიც წარმოშობით ტაიტიდან არის.

 

mareva galanter reference

 

ახლა კი სახლში დაბრუნებამდე, მოდით ვესტუმროთ სამხრეთს და ანტარქტიდას.(ავსტრალიის ტერიტორიასა და ფრანგულ ანტარქტიკას - (les Terres australes et antarctiques françaises  ). ეს კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მათ შორის არის: წმინდა-პავლესა და ამსტერდამის კუნძული, მიმოფანტული კუნძულები.

ამ რეგიონში მაცხოვრებელი ფრანგი მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, არც ფრანგულად საუბრობს... მაგრამ აიღარებენ რომ ფრანგული ხიბლი მაინც აქვთ.

 

TAAF PINGOUIN

 

ანტარქტიდა უკაცრიელი დაყინულოვანია. ეს არის ეკოლოგიურად და ბუნებრივად სუფთა ადგილი. აქ არც ერთი აეროპორტი არ არის და აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვითაა შესაძლებელი.

 

TAAF otarie-d-amsterdam-561083

 

მოდით აქ დავასრულოთ ჩვენი ტური "ფრანგულ უცხოეთში". მომავალ შეხვედრამდე! A bientôt, peut-être !