ამელი

 

მოდით, ერთად შევასრულოთ ძალიან მარტივი აქტივობა: ყველამ აიღეთ საწერი კალმები და ფურცლები, ჩამოწერეთ ყველა ის აქტივობა (ქმედება), რომლებიც მოგწონთ. უბრალოდ, ის რაც სიამოვნებას განიჭებთ. აი, მაგალითად მე მომწონს ველოსიპედით სიარული, ტყის სუფთა ჰაერი, წვიმაში სეირნობა, როლური თამაში და ა.შ. თქვენ ? თქვენ რა მოგწონთ ან გიყვართ ? როდესაც იცი რა გიყვარს, შეგიძლია ხშირად გაიმეორო და თავი ბედნიერად იგრძნო. ამით ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და ბედნიერი გახდება.

ანუ მოვიქცეთ ისე, როგორ ფილმის გმირი ამელი იქცევა,

 კინოფილმი "ამელი" (Le Fabuleux Destin d'Amélie Poulain  , ქართ. ამელი პულენის განუმეორებელი ბედი) არის 2001 წლის რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორია ჟან-პიერ ჟენე . ფილმში მთავარ როლს ოდრი ტოტუ თამაშობს.

 

"ამელი" გახდა საუკეთესო ფილმი ევროპული კინოს დაჯილდოვებაზე, მიიღო ოთხი სეზარი (მათ შორის: საუკეთესო ფილმისათვის და საუკეთესო რეჟისორისათვის), ორი ბაფტა (მათ შორის: საუკეთესო სცენარისათვის) და იყო წარდგენილი ოსკარის ხუთ ნომინაციაზე.

 

le-fabuleux-destin-amelie-poulain-06

 

ამელი პულენი (Amélie Poulain ) დიდ პარიზში, მონმარტრზე (Montmartre)   მარტო ცხოვრობს. ის სწრაფი კვების ობიექტში - ლუდის ბარში (brasserie  ) მიმტანად მუშაობს. აქ პარიზელები სასაუზმოდ ან ტერასაზე დასაჯდომად შემოდიან.

 

g-8

 

ამელი მარტოსული გოგონაა, თავს წამოსახვით სამყაროში აფარებს. მას მოსწონს ოცნება და ცხოვრება მისთვის პატარ-პატარა სიამოვნებებისაგან შედგება. ამელის მოსწონს სენ მარტენის არხში გემების გაშვება, ლობიოთი სასვე ტომარაში ხელის ჩაყოფა, დესერტად ერთი კოვზი კარამელის კრემი ( crème caramel :  ).

 

le-fabuleux-destin-d-amelie-poulain

creme caramel


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფრანგებს მოსწონთ უბრალო რაღაცეები, აფასებენ გრძნობებს და ემოციებს... თქვენ უკვე იცით, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ჭამას, რომ საკვები უნდა იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზი და სურნელოვანი. ერთი სიტყვით, საჭმელად სასიამოვნო.

 

ერთ დღესაც ამელი აღმოაჩენს, რომ მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება. ამის აღმოჩენის შემდეგ მას მხოლო ერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს სხვებს და მათი ცხოვრება გააბედნიეროს, თუნდაც რაღაც დროის მანძილზე.

 

მე თქვენ დაგეხმარებით ! ჰოპ და წავიდა !

ახლა მოდის ქვრივი, რომელიც ფანფარებზე უკრავს ორკესტრში. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისი უნიფორმა აცვია. 

ყურადღებით,…ჰოპ!

აი სასურსათო მაღაზია...

ეს კი მეყვავილის ქმარია, მას ღიმილი დასთამაშებს.

აი აქ კი საწუწნი კანფეტებია, პიეროს საკონდიტრო მაღაზიაა, იგრძენით სურნელი?

ეს ნესვის გამყიდველია კლიენტებს იზიდავს... აქ კი გაყინული ნუშის კრემი იყიდება...

აი ხორცის მაღაზიაც 79 გრამი ძვლიანი ლორი, 45 გრამი ნეკნები. აი ყველის მაღაზიაც და ცხვრის ყველიც. ..

აქვეა ბავშვიც, რომელიც უყურებს ძაღლს, ეს ძაღლი კი შემწვარ ქათამს. აი, ახლა კი ვართ გაზეთების ჯიხურთან, მეტროს შესასვლელთან... 

და გემშვიდობებით, ნახვამდის.

 

ცოტა ხნის შემდეგ ბევრი ხალხი იყრის თავს ამელის გარშემო და იწყება უცნაური და არაჩვეულებრივი ამბები. ამელის მამა, ამელის დედის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დამწუხრებულია. ის სახლში ზის და არსად სურს წასვლა, ვერც ვერავინ არწმუნებს, რომ სამოგზაუროდ წასვლა მისთვის კარგი იქნება.... მისი ერთად-ერთი მეგობარი არის მისივე ბაღში მცხოვრები ჯუჯა, რომელსაც უზიარებს თავის განცდებს... რაღაც უნდა შეიცვალოს...

 

ერთ დღესაც ეს ჯუჯა უეცრად ქრება და ამელის მამა, ბატონი პულენი მისგან იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ საფოსტო ბარათებს... საბოლოო ჯამში, ბატონი პულენი გადაწყვეტს სამოგზაუროდ წასვლას.

 

nains

 

ერთ დღეს ამელი მეტროს შესასვლელთან, ფოტოავტომატთან (photomaton   ) ნახავს ბიჭს, რომელიც ფოტოებს აგროვებს. ეს ბიჭი - ნინო, მორცხვია... და როგორც მიხვდით, ამელის ის შეუყვარდება.

 

Nino au cafe

 

ამელი იპოვნის ნინოს დაკარგულ ალბომს და გადაწყვეტს, დაუბრუნოს. მაგრამ არ ჩვეულებრივად, არამედ დაურეკავს სამსახურში და საიდუმლო ხმით აძლევს მინიშნებებს. პიველი მინიშნებაა: ადით მონმარტრის მთაზე და გაყევით მითითებულ ისრებს, შემდეგ თუ კარგად მიმოიხედავთ, დაინახავთ მონმარტრზე აღმართულ ცნობილ ტაძარს Sacré Cœur .

 

 

თუ თქვენ დაინტერესდით ამ ფილმით, შეგიძლიათ გამოიტანოთ ფრანგული მედიათეკიდან და უყუროთ მას კლასში, განსაკუთრებული ყურადღება კი ფილმის მუსიკას მიაქციეთ. რომელიც იან ტერსენმა   დაწერა. ეს არის წმინდად პარიზული მისკა, შესრულებული პიანინოსა და აკორდეონის თანხლებით. აღსანიშნავია, რომ ის ფილმს შესანიშნავად ერწყმის.

 

 

 

რეჟისორმა აგრეთვე დაგვანახა შესანიშნავი ფერები და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უნდოდა ეთქვა: ცხოვრება ლამაზია თავისი ფერებით და ჩვენ შეგვიძლია ეს სილამაზე ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ისე როგორ ამას ფილმის გმირი - ამელი ახერხებს.

 

 

 

ოდრი ტოტუს   შესახებ უნდა ითქვას, რომ ის ნამდვილად ასხივებს "ფრანგულ მომხიბვლელობას". ის ძალიან ბუნებრივი, ნაზი და მგრძნობიარეა. ლამაზი ღიმილითა და დიდი თვალებით, ნამდვილად ოსტატურად გამოხატავს გმირის გრძნობებს, სიხარულს, სურვლსა და ემოციების მთელ გამას. smiley-smile

 

 

ჟენეს ფილმი ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ სიკეთეს, სიყვარულს და სილამაზეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ზღაპარია, მაგარმ აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის შესრულება არც ისე ძნელია. ფილმი გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანს თავისი სისუსტე და სურვილები აქვს. შეიძლება ხშირად ძალზედ უცნაური, მაგრამ გასაოცარი მაინც არაფერია.

 

მართლაც... დავუბრუნდეთ ჩვენს სავარჯიშოს... გახსოვთ რომ დავიწყეთ სასიამოვნო მოქმედებებზე საუბარი? არც ის დაგვავიწყდეს რა კარგია სხვისთვისაც ამ სიამოვნების მინიჭება... მოდით, ეს იყოს თქვენი დღევანდელი დავალება. smiley-smile