ცხვირისმიერი ხმოვნები

წინაგაკვრთილებიდან ალბათ გვახოვს, რომ ფრანგულში "a" და "e" ხმოვნები შეიძლება ცხვირისმიერებიც კი იყვნენ, იმის მიხედვით, თუ რომელი თანხმოვანი მოსდევთ მათ.

1) პირველი ცხვირისმიერი ბგერებია "on" და "om". 

ტუჩები წამოწიეთ წინ თითქოს დასტვენას ან "ო"-ს წარმოთქმას აპირებდეთ, ახლა ამ პოზიაციაში შეეცადეთ თქვათ "o" ისე რომ მიმართულება "o"-სკენ აიღოთ და ბგერა დაბოლოვდეს ცხვირში, თითქოს ცხვირში უნდა დარეკოს. მოუსმინეთ ნაცნობ სიტყვებს:

 

pardon   ბოდიში

 

non  არა

 

bon  კარგი

 

garçon  ბიჭი

 

compter  დათვლა

 

mouton   ცხვარი

 

2) მოდით გავიცნოთ სხვა ცხვირისმიერი ბგერები. შემდეგი ცხვირიმიერი დიფთონგებია "an", "am", "en" და "em". ამ ბგერების გამოსათქმელად ხმოვნის დარად ჩვენ ვამბობთ ცხვირისმიერ "a"-ს.

 

ამ ბეგრის სათქმელად, წინ წამოწიეთ ტუჩები, მოემზადეთ "a" -ს სათქმელად და თქვით "a" - ცხვირისმიერი. ეს ბგერა ჩნდება ჩვენთვის ნაცნობ სიტყვებში:

 

Français  ფრანგი

 

enfan ბავშვი

 

enchanté  მოხიბლული

 

en avan წინ

 

manger  ჭამა

 

blan თეთრი

 

თქვენ შეგიძლიათ გაერთო ამ ორი ბგერის ერთმანეთისგან გარჩევით. ამისათვის გთავაზობთ შემდეგ ბმულს : http://phonetique.free.fr/indexphonvoy.htm

 

იპოვეთ შემდეგი სიმბოლოები [A] [ɛ] [O]

შეარჩიეთ 1a პირველი დავალება და დააწკაპეთ დაწყებას -"commencer" .

 მოუსმინეთ სიტყვების 10 წყვილს. თუ ერთი და იგივე ბგერა გესმით წყვილში აღნიშნეთ გრაფაში (=), ხოლო თუ განსხვავებულია ბგერები მაგ შემთხვევაში (¹).

 

ახლა შეგიძლიათ შეასრულოთ 4a სავარჯიშო. დააწკაპეთ დაწყებას -"commencer".

მოუსმინეთ შემდეგ 10 სიტყვას. დააწკაპეთ სიტყვას, რომელიც გესმით.

 

როგორ გავაკეთოთ?

ბოლოს როდესაც დაასრულებთ დავალების შერულებას, შეამოწმეთ შედეგები. ამისათვის საკმარისია, სააჭიროთ ღილაკს "Score" და ნახოთ სწორი პასუხების რაოდენობა. თუ გსურთ სწორი პასუხების გაგება, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს "Réponses" - პასუხები, ხოლო თუ თქვენ გსურთ სავარჯიშოს გამეორება, შეგიძლიათ დააჭიროთ გამეორების ღილაკს "Refaire l'exercice" - სავარჯიშოს გამეორება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ახლა, როდესაც უკვე იცით ამ ორი ბგერის გარჩევა, მოუსმინეთ ცნობილ იმ სიმღერას, სადაც ეს ორი ბგერა გამოითქმის:

 

 

Sur le pont d’Avignon

L’on y danse, l’on y danse

Sur le pont d’Avignon,

L’on y danse tous en rond

ავინიონის ხიდზე

ცეკვავენ, ცეკვავენ

ავინიონის ხიდზე

ცეკვავენ წრეზე.

 

მოდით, ივარჯიშეთ და იმღერეთ ეს სიმღერა, შეეცადეთ გაარჩიოთ ეს ორი სხვადასხვა ბგერა ერთმანეთისგან.

 

გისურვებთ წარმატებებს!