მორის ბეჟარი Maurice Béjart 

 


დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ მორის ბეჟარი, ცეკვისა და მოძრაობის დიდოსტატი. მისი მოღვაწეობა აღსანიშნავია ცეკვის იმ სახეობაში, რომელსაც მაგიური ცეკვა ჰქვია. ეს არის მოზრდილთა ქორეოგრაფია. აქ თითოეული ბგერა ადამიანის სხეულს შეეწყმის, ისე, თითქოს მოცეკვავეები და მუსიკა ერთი მთლიანობაა. ამ ადამიანმა თავისი ხელოვნებით მსოფლიოში მრავალი მაყურებელი მოხიბლა, მან შეძლო "ცეკვის ენაზე" საუბარი, ცეკვისგან სიამოვნებაზე მიღებაზე. მოდით, ვნახოთ როგორ მოახერხა ამის გაკეთება მორის ბეჟარმა Béjart 

 

Valse à mille temps 

 

 

 

ჩვენმა დიდმა "ცეკვის ჯადოქარმა" დააარსა საცეკვაო სკოლა, რომელიც ჰოგვორტსის ჯადოქრობის სკოლას შეიძლება შევადაროთ (ცნობილი ჰარი პოტერი სადაც სწავლობდა). ეს სკოლა რუდრა ბეჟარის სახელს ატარებდა École Atelier RUDRA Béjart   . რა თქმა უნდა, მორის ბეჟარი ცეკვის მეფეა, მაგრამ ცეკვა ხომ თეატრის, ხელოვნებისა და საცირკო ელემენტებსაც მოიცავს, ამიტომაც ამ სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგები იყო შერწყმული. ვნახოთ როგორ შეითავსა რუდრა ბეჟარმა რიტმი.

 

Citypercussion 


 

ანუ რიტმისთვის თქვენ შეგვიძლიათ გამოიყენოთ: სკამები, მერხები, ფანქრები (ოღონდ ამ დროს გაბრაზებული არ უნდა იყოთ :).

ბეჟარის სამყარო ოთხ ძირითად თემას მოიცავდა: დიდ სიყვარულს, სიკვდილს, მოგზაურობასა და ცერემონიალს. მისი სამყარო სავსეა კონტრასტებით: მოძრაობა და უძრაობა, გამოხატვა და ჭვრეტა. ცნობილია, რომ დიდ შემოქმედს უყვარდა კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმა თანამედროვესთან. ყველა ეს მახასიათებელი შეიძლება ვნახოთ შემდეგ ვიდეოში:

 

Queen – “I was born to love you”

 

 

ბეჟარი, უდავოა, ძალზედ ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ ამასთანავე  მოკრძალებული და კეთილი. ის გარდაიცვალა 2007 წელს.

 

***

 

თუ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა მორის ბეჟარმა, შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ვიდეოები:

 

ბავშვი მეფე L’Enfant roi  

 

 

მაკნატუნა

 


ექპერიმენტული მუსიკა