ბგერა [ε]- როგორც "e"-ს გამოთქმის ერთ-ერთი სახეობის საიდუმლო

 

ალბათ გვახსოვს იმ "e" - "მომღიმარი" და "სერიოზული" ბგერის ამბავი, რომელიც წინა გაკვეთილში მოვისმინეთ, "é" ყოველთვის "მომღიმარია".

 

მაგრამ აღსანიშნავია, რომ "e" ხმოვანთან შეიძლება სხვადასხვა სახის მახვილები შეგვხვდეს.

 

è ბგერა [ε] 

(რომელსაც განსხვავებულ მხარეს აქვს მახვილი დახრილი) 

 

მაგალითად:

Na na nanère 

 

ან

 

ê ბეგრა [ε] 

(ახლა თითქოს ორივე მახვილი ერთად დავასვით) 

 

მაგალითად:

être 

 

ხმოვან "e"-ს, როდესაც მას მახვილი აქვს, თითქმის ქართული ბგერა "ე"-სავით გამოვთქვამთ. 

 

ამ "e" ბგერის წარმოთქმის იმ მრავალსახეობასთან ერთად, რომლებიც უკვე ვნახეთ, არსებობს კიდევ ერთი სახის "e" ბგერა, რომელსაც "მორცხვს" უწოდებენ. ის მისი კოლეგა "e" -სგან საკმაოდ გასხვავდება არც "სერიოზულია" და არც "მომღიმარი". მის სათქმელად ბაგეების ფართოდ გახსნა სრულად არ არის საჭირო, საკმარისია მათი ძალიან მცირე ზომით გახსნაც და ცოტა მომრგვალება. ჩვენ ამ ბგერას შემდეგ სიტყვებში ვხვდები:

 

je 

te 

ne 

repos