კამილა

 

კამილა Camille  ახალგაზრდა მომღერალი ქალია. ის თვითონ ქმნის მუსიკას და ამისათვის იყენებს ბუნებრივ ჟესტებს, ხმას, სუნთქვას, დარტყმას, ყვირილსა და ღუღუნს (ყველა იმ ხმას რომელიც, სამეტყველო აპარატიდან ამოდის). მოუსმინეთ მას თქვენ თითონ:

 

 

კამილას, განსაკუთრებული "გადარჩევის" "oversamplingiem"  ტექნიკა აქვს შერჩეული, მას მიაჩნია, რომ დაკვრა შესაძლებელია ერთი ინსტრუმეტით ან საერთოდ ინსტრუმენტის გარეშე. გარდა ამისა ის იყენებს "Beatbox"-ის   ტექნიკას რომელიც თავის მხრივ ახლოს არის "Got Talent"-ის (ნიჭიერების) ტექნიკასთან. ამგვარი შერწყმის წყალობით კამილას შეუძლია ერთი მუსიკა (კომპოზიცია) თვითონვე ჩაწეროს თავიდან ბოლომდე (ხმა და აკომპანიმენტი) ისე, რომ არც კი გამოიყენოს მუსიკალური ინსტრუმენტი. მოდით, ვნახოთ როგორ ახერხებს ამას:

 

 

უკანასკნელ ალბომზე მუშაობისას კამილამ მთელი სული და გული ჩააქსოვა. Beatbox-ზე დამკვრელებთან ერთად დასაკრავ ინსტრუმენტად მან გამოიყენა საკუთარი სხეული. მან შექმნა ინგლისური სიმღერები და შეეცადა დაემტკიცებინა კიდევ ერთხელ, რომ საუკეთესო მუსიკალური ინსტრუმენტი მისი საკუთარი სხეულია.

 

 

მისი ორიგინალურობის განმსაზღვრელი ეპითეტები შეიძლება იყოს "უცნაური", "გიჟი", "სასაცილო". კამილა ისე გამოვიდა სცენაზე, როგორც ერთი საუკუნით ადრე მისი წინამორბედი უაღესად შემოქმედებითი აზროვნების მქონე კამილ კლოდელი Camille Claudel   (ფრანგი მოქანდაკე), რომელმაც საკუთრი სიცოცხლე საავადმყოფოში დაასრულა. "ვფიქრობ, ადამიანების აზროვნება მას შემდეგ საგრძნობლად არ შეცვლილა. ხალხს შემოქმედი ქალის შიში აქვს. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შემოქმედებითობა სიგიჟის გამომხატველი იყოს. პირიქით, მგონია რომ მე ამით გამოვხატავ ჩემს თავსა და გრძნობებს მუსიკალურად, ვიზუალურად, ან შეიძლება ვთქვათ სიგიჟე ჩვენი ფარია და მგონია, ვისაც თავი ნორმალურად მიაჩნია სწორედ ისინი არიან გიჟები" - ამბობს კამილა.

 

 

გარდა ამისა, კამილა წერს ორიგინალურ ტექსტებს. გთავაზობთ ერთ-ერთ მის სიმღერას სადაც ის ბრუნდება ქალაქ პარიზში სადაც ცხოვრობდა. ამ ქალაქს ის თავის "საყვარლადაც" კი მოიხსენიებს.

 

 

Finis les balades le long du canal
les escaliers des cartes postales
c'est fini, Paris
c'est décidé, je me barre
finis le ciel gris, les matins moroses,
on dit qu'à Toulouse les briques sont roses
oh là-bas, Paris, les briques sont roses.

დასრულდა სეირნობა არხების გასწვრივ
და ღია ბარათების დასტა
დასრულდა, პარიზო
გადაწყვეტილია, ვხაზავ
დასრულდა ნაცრისფერი ზეცა და მყინვარე დილა
ამბობენ ტულუზაში აგური ვარდიფერია
იქ, პარიზო, აგური ვარდისფერია.

REF: Paris, tu paries, Paris, que je te quitte
que je change de cap, de capitale
Paris, tu paries, Paris, que je te quitte
je te plaque sur tes trottoirs sales

პარიზო, შენ დებ სანაძლეოს, რომ მე შენ გტოვებ
რომ მე ვიცვლი დედაქალაქს
პარიზო, შენ დებ სანაძლეოს, რომ მე შენ გტოვებ
მე შენ გტოვებ ბინძურ ტროტუარებზე.

Je connais trop ta bouche, bouche de métro
les bateaux-mouches et la couleur de l'eau
c'est fini, Paris, je les connais trop
ici je m'ennuie, même quand vient la nuit
on dit que Séville s'éveille à minuit
là-bas, Paris, la ville s'éveille à minuit

მე ვიცნობ შენს მეტროს
ნავებს სენაზე და წყლის ფერს
დასრულდა პარიზო, მე ვიცნობ ყველაფერს
აქ დაღამებისას მე ძალიან ვიწყენ
ამბობენ, სევილია იღვიძებს შუაღამეს
იქ, აპრიზო, ქალაქი იღვიძებს შუაღამეს.

REF: Paris, tu paries, Paris, que je te quitte… (x2)

à Toulouse il a plu, à Séville j'ai trop bu
à Rio j'ai eu le mal du pays
oh Paris perdu, je retourne vivre à Paris

პარიზო, შენ დებ სანაძლეოს, რომ მე შენ გტოვებ
ტულუზაში იწვიმა, სევილიაში ბევრი დავლიე
რიოში ნოსტალგია მქონდა
პარიზო, მე ვბრუნდები პარიზში საცხოვრებლად.

 

თუ გსურთ მოისმინოთ სხვა სიმღერები გადადით ბმულზე

 

Camille Music

(აქიდანვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთი დაწკაპუნებაა საკმარისი).