ბგერა [e]    - ანუ "e" "მომღიმარი" smiley-smile 

 

ფრანგულ ენაში ქართულისაგან განსხვავებით, ორი ტიპის "e" - არსებობს: "e" – "მომღიმარი" (გახსნილი ბაგეებით ნათქვამი) და "e" – "სერიოზული" (შეკუმშული ბაგეებით ნათქვამი). მოუსმინეთ ამ ბგერებს მოცემულ სიტყვებში, რომლებიც გამოყენებულია დიალოგებში:

 

[e]                         [ε]

 

                                                     c’est

 

mes

des

                                                     qu’est ce qui se passe?

les

cahier

                                                     tais-toi

                                                     tu t’appelles

                                                     je m’appelle

c’était                                            c’était

 

ნახეთ ბგერებს შორის განსხვავება? [ε] -სა და [e] -ს შორის? [e] -ს თქმა საკმაოდ რთულია, [ε] წარმოთქმით ჰგავს ქართულ ბგერა "ე"-ს.

 

ფრანგული ბგერა [e] ძალიან განსხვავდება ქართული ხმოვნებისაგან. რომ მივხვდეთ იმას თუ როგორ უნდა გამოვთქვათ ის, უმჯობესია გავიხსენოთ ერთი სასაცილო ამბავი:

 

ბაყაყი მიდის ფოტოგრაფთან და ეუბნება: "შეგიძლიათ ფოტო გადამიღოთ?" ოღონდაც სურვილი მაქვს, რომ ძალიან პატარა პირი გამომიჩნდეს. ფოტოგრაფი პასუხობს: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კი ბატონო, გადაგიღებთ სურათს, შეეცადეთ თქვათ "ბუუუუუუ". ბაყაყმა თავს ძალა დაატანა, შეეცადა ტუჩების მოკუმვას, მაგრამ "ბეეეეეე" -ს მეტი არაფერი გამოუვიდა.

 

წარმოიდგინეთ, როგორ იტყოდა ბაყაყი ამას, შეეცადეთ მიბაძოთ მას, რაც შეიძლება მაგრად გაწელეთ ტუჩები და თქვით "eeeeeee".  smiley-laughing გამოვიდა?

 

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხართ სტეფანი და გინდათ ეს უთხრათ ჟიულის. თქვენ ეტყვით: "Stééééééphanie", ღიმილით (ძალიან მაგარი, გაწელილი ღიმილით)smiley-laughing

 

ბაყაყის მახვილგონიერებით მოხიბლულებს [e]-ს შეგვიძლია დავარქვათ "ბაყაყი", "ფართო", "მომღიმარი".

 

"e" ყოველთვის მომღიმარია, როდესაც მას აქვს მახვილი.

 

მოდით, ამისათვის ვნახოთ ხმოვანი მაგალითები.

 

é ბგერა [e]


génial                                                                                   

enchanté(e)

Stéphane                                        

c’était

j’ai pensé