საფრანგეთის სიმბოლოები - იცით თუ არა, რა საერთო აქვს საფრანგეთის ჰიმნს "ბითლზთან?"

 

მოდით, თქვით თქვენი ასოციაციები და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია თვითონ ფრანგების თვალით დანახული საფრანგეთი.

 

საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი არის "მარსელიეზა" -  La Marseillaise 

 

როგორც ხშირად ხდება ჰიმნების შექმნისას, ამჯერადაც მარსელიეზა პირველად ჯარისკაცის სიმღერა იყო. ის ფრანგული ჯარის ერთ-ერთმა ოფიცერმა შექმნა. საფრანგეთის რევოლუციის დროს კი ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა. შემდეგ მას უკვე პარიზის ქუჩებში მღეროდნენ მარსელიდან ჩამოსული ჯარისკაცები (სწორედ ამ ქალაქის სახელიდან მომდინარეობს ჰიმნის დასახელებაც), ხოლო 1795 წელს ეს სიმღერა ეროვნულ ჰიმნად გამოცხადდა. დღეს კი ოფიციალურ შეხვედრებზე ჰიმნის მხოლოდ პირველ სრტოფს მღერიან, შემდეგ კი გუნდი მღერის მეექვსე და მეშვიდე სტროფს.

 

footballeurs calosc

 

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი მღერის ჰიმნს

 

მოუსმინეთ მარსელიეზას და დააკვირდით სიტყვებს.

 

 

იცით თუ არა, რომ "ბითლზმა" მარსელიეზას პირველი აკორდები გამოიყენა და შექმნა "სიყვარულის ჰიმნი" - " All you need is love"

 

 

 

საფრანგეთის ეროვნული ფერებია ლურჯი, თეთრი და წითელი.

 

allez les bleus

 

სწორედ ამ მიმდევრობითაა ეს ფერები მოცემული საფრანგეთის დროშაზე, მას სამფეროვან Tricolore   დროშას უწოდებენ.

თვითონ დროშა საფრანგეთის რევოლუციის* დროით თარიღდება. თეთრი ფერი სამეფოს განასახიერებს, ლურჯი – კეთილშობილებას (დიდგვაროვნებს), წითელი – ხალხს. დროშაზე გამოსახული სამივე ფერი სამივე ჯგუფის თანასწორობას გულისხმობს.

 

flaga francji


 

საფრაგეთის დევიზია : "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité)   აუდიო). ეს დევიზიც სწორედ საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება. საფრანგეთში ეს დევიზი – სლოგანი განთავსებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების შენობებზე.

LIBERTE EGAL

 

რა არის საფრანგეთის ეროვნული ემბლემა?

კონსტიტუციაში დროშის გარდა არაფერია ნახსენები ოფიციალური სახელმწიფო ემბლემის შესახებ. ხშირად ოფიციალური ემბლემის უქონლობა დიპლომატიურ საერთაშორისო შეხვედრებზე მცირე გაუგებრობას იწვევს. როდესაც იკეთებენ ემბლემიან სამკლაურებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში საფრანგეთის წარმომადგენლები ფრანგული რესპუბლიკის ინიციალებს გვთავაზობენ (RF), ან მარიანას ფორმას ან ...მამალს.

 

მარიანა


 

marianne2

 

ფრანგებს თავიანთი სახელმწიფო წარმოუდგენიათ ბერეტიანი ლამაზი ქალის - მარიანას სახით. ქუდი, როგორც ძველ საბერძნეთსა და რომში მონების თავსაბურავი, თავისუფლების სიმბოლოა. დროთა განმავლობაში მარიანა გადაიქცა ცნობილ ფრანგ პერსონაჟად, რომელიც ქალურ სილამაზეს განასახიერებს. მარიანას სახე 1970 წელს იყო მსახიობი ბრიჟიტ ბარდო Brigitte Bardot , 1985 წელს კატრინ დენევი Catherine Deneuve , ხოლო 2000 წელს მოდელი ლეტიცია კასტა Laetitia Casta .

 

marianne casta 2

ლეტიცია კასტა მარიანას ბიუსტის შემუშავაბისას

 

მარიანას სიმბოლო - პორტრეტი მოთავსებულია ევროს ერთეულსა და საფოსტო მარკებზე.

timbre2

 

გალური მამალი

 

რა ცხოველია საქართველოს სიმბოლო? ალბათ ლომი. ავსტრალიის? კენგურუ. საფრანგეთის სიმბოლო ცხოველის სახით არის გალური მამალი.

საფრანგეთის სიმბოლო - მამალი - გადატანითი მნიშვნელობითაა. რატომ მამალი? ეს ამბავი ძველი დროიდან მოდის... როდესაც ძველი საფრანგეთის ტერიტორია დაპყრობილი ჰქონდათ რომაელებს, მას გალიას ეძახდნენ, ხოლო მცხოვრებლებს გალებს (ტერმინი მომდინარეობს ლათინურიდან "Gallus") მათ ჰყავდათ მამლები რომლებიც გამოირჩეოდნენ სიმამაცით, სიამაყითა და სიფრთხილით. დილით ისინი ხვდებოდნენ მზის ამოსვლას, საღამოს განდევნიდნენ ბოროტ ძალებს.

გალებიც ასეთივე მამაცები, ამაყები და ფრთხილები იყვნენ. ცნობილი მეფე ლუი XIV, რომელიც ცნობილია "მეფე მზის" სახელით, ამაყობდა, რომ გერბში სწორედ ამ გალური მამლის ელემენტი ჩააქსოვა.

 

coq 1

 

ეს მამალი ჩნდება საფრანგეთის სახელმწიფო ბეჭედზეც, თუმცა დღესდღეობით მან შეიცვალა დანიშნულება. მას საფრანგეთის სიმბოლოდ იყენებენ უცხოეთში, განსაკუთრებით სპორტში. მამლის სურათი ამშვენებს ცნობილი ფრანგული ფირმის სპორტულ ტანსაცმელს. Le Coq Sportif - არის ფირმა, რომელიც ამარაგებს სპორტის მოყვარულებს ტანსაცმლითა და აქსესუარებით.

 

bandera lecoqsportif

 

*საფრანგეთის დიდი რევოლუცია  (1789-1799), რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საფრანგეთის ისტორიაში. მან დაამხო მონარქია და საფრანგეთი გახადა დემოკრატიული. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია "ადამიანისა უფლებათა დეკლარაცია", სადაც განსაზღვრულია მოქალაქეთა უფლება-მოვალეობა, კანონის წინაშე თანასწორობა.