ოცნებების ასრულება

 

თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზღვას და დადიხართ ხოლმე დასასვენებლად, დარწმუნებული ვარ, აგიგიათ კიდეც ქვიშის სასახლეები. ბუნებრივია იცოდით, რომ ეს უბრალო ქვიშა იყო და თქვენი სასახლე დიდი ტალღის მოსვლამდე თუ "გაძლებდა". ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, არის ერთ ადამიანზე, რომელიც შეეცადა ეს ოცნება სინამდვილედ ექცია. მან შექმნა ნამდვილი სასახლე. ამისთვის კი 33 წელი დასჭირდა. ალბათ დაგაინტერესათ... მაშ, მომისმინეთ:

 

მე-19 საუკუნის დასასრულს, ფრანგულ ქალაქ ოტრივში (Hauterives) , ლიონთან (Lyon ) ახლოს, იყო ერთი ფოსტალიონი, რომელსაც ერქვა ფერდინან შევალი (Ferdinand Cheval) თუმცა მას ფოსტალიონ შევალს ეძახდნენ.

 

portrait facteur

 

ბატონი შევალი ყოველ დღე 30 კილომეტრს გადიოდა წერილებით სავსე ჩანთით. რა უნდა ექნა ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობისას? ის ფიქრს დიდ დროს უთმობდა. ასე დადიოდა ფიქრსა და ოცნებებში გართული. ერთხელაც ამ სიარულის დროს, ფეხი წამოჰკრა რაღაცას და დაეცა. წამოდგა და დაინახა ძალიან უცნაური ქვა:

 

Clipboard02

 

"Quelle merveille!" - "რა საუცხოოა!" წამოიძახა ბუნების საუცხოო ნაკეთობით აღფრთოვანებულმა ფოსტალიონმა. მან ააგროვა რამდენიმე მსგავსი ქვა და წაიღო სახლში. ამ დღის შემდეგ ბატონმა შევალმა მოსვენება დაკარგა. ყოველ დღე, შინ დაბრუნებისას რაღაც ახალს მატებდა კოლექციას და ამდიდრებდა მას.

 

medium facteur cheval brouette r

 

სახლის გარშემო ტერიტორია მან ამ ქვებითა და ცემენტით მოაპირკეთა, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი მასალა სჭირდებოდა.

 

medium facteur cheval brouette

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბატონი შევალი ძალიან ბევრს შრომობდა. დაღლილობის მიუხედავად ზოგჯერ მშენებლობა დილიდან საღამომდე, დღეები, თვეები და წლები გრძელდებოდა.

 

medium facteur cheval brouette r

 

ბატონი შევალი ძალიან ჯიუტად მუშაობდა და საბოლოოდ მიაღწია შედეგს - შექმნა ზღაპრული, იდეალური სასახლე (Palais Idéal) მასში შერწყმულია რამდენიმე ეპოქა და ქვეყანა.

 

le palais ideal du facteur cheval 2738 jpg 384x

 

palais-ideal 1

 

აქვე არის კოშკები, გამოქვაბულები, საიდუმლო სამალავები, კიბეები და აივნები...

 

vue statues

ლოკოკინებითა და ხამანწკებით აშენებული და შემკული უცნაური სკულპტურები...

 

palais ideal statues

 

ამ სასახლის განუყოფელი ნაწილია ცხოველთა ქანდაკებები, ასევე გამოჩენილ ისტორიულ პირთა სკულპტურები. მათ შორის აღსანიშნავია სოკრატე.

 

               medium Cheval bete pomme de pinpalais-deal-un-chienpalais-ideal-un-autre-animal

socrates

 

დღესდღეობით ფოსტალიონის სასახლეს მრავალი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ფოსტალიონ შევალს არასოდეს ჰყოლია უამრავი თაყვანისმცემელი სიცოცლეში. პირიქით, ხშირად იგი იძულებული იყო ყოველდღე ესმინა საკუთარი მეზობლისთვის, რომელიც დასცინოდა მას და ეუბნებოდა: "Il est fou !"  , - გიჟია! "როგორ შეგიძლია ამდენი ენერგია დახარჯო და ააგო ის, რაც არაფრად ვარგა!".

 

მეზობელი ალბათ სადღაც მართალიც იყო... ფოსტალიონი შევალის სასახლე მართლაც უფუნქციოა, შეუძლებელია მასში ცხოვრება, რადგან ნამდვილი ოთახები პრაქტიკულად არ არსებობს. ბატონ შევალს იმ დროისთვის არ სურდა სახლის აშენება, სასახლე მხოლოდ ოცნებების ასარულებლად ააგო. მართლაც, "უმიზნოდ ცხოვრება ქიმერას ჰგავს" - წერია სასახლის ჭერზე.

 

LA VIE SANS BUT EST

«La vie sans but est une chimère» (უმიზნო ცხოვრება ქიმერას ჰგავს)

 

თავდაპირველად, როდესაც ნამუშევარს შევხედავთ, შეიძლება დავფიქრდეთ ლამაზია თუ არა, (იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ მას: როგორც ფაოსტალიონი თუ როგორც მისი მეზობელი). მაგრამ, როდესაც ჩავუღრმავდებით ნაკეთობას და მუშაობის პროცესს წარმოვიდგენთ, მაშინ ჭეშმარიტი აზრი გაგვინათებს გონებას.

 

ეს ამბავი მოგვითხრობს და იმედს გვაძლევს, რომ შეგვიძლია გასაქანი მივცეთ ჩვენს ოცნებებს და შევეცადოთ მათ ასრულებას... გარდა ამისა ისტორია იმისაც მოწმობს, რომ ხელოვნება არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით გულწრფელად და მთელი მონდომებით. 

 

1969 წელს ფოსტალიონ შევალის სასახლე გამოცხადდა ფრანგული კულტურის ძეგლად. ამ სასახლის დიდი მოყვარულები იყვნენს დიდი ფრანგი მწერლები: ანდრე მალრო (André Malraux) სიურრეალიზმის შემქმნელი ანდრე ბრეტონი (André Breton)   და ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო (Pablo Picasso).

 

palais ideal facteur cheval panoramique

 

თუ დაგაინტერესათ ინფორმაციამ, დამატებითი დეტალების სანახავად მიჰყევით ბმულს: http://www.facteurcheval.com/index.html

ასევე არ დაგავიწყდეთ, თუ ოდესმე მოხვდით ქალაქ ლიონის მახლობლად, აუცილებლად ესტუმრეთ ბატონი შევალის სასახლეს.