Pronoms personnels - პირის ნაცვალსახელები

დღევანდელ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ პირის ნაცვალსახელებს: « je » = « მე » და « tu » = « შენ », « vous » = «  თქვენ ». აღსანიშნავია, რომ « vous » გამოიყენება არა მხოლოდ მარვლობითი რიცხვის აღსანიშნავად, არამედ თავაზიანი ფორმის გამოსახატადაც, როდესაც მივმართავთ « ბატონო », « ქალბატონო ». შემდეგი ცხრილი, თვალნათლივ გვიჩვენებს სქესისა და რიცხვის მიხედვით პირის ნაცვალსახელებს.

 

zaimki

 

je   მე                                            nous ჩვენ

tu   შენ                                           vous თქვენ

il     ის (მამრ)                                           ils     ისინი

elle ის (მდედრ)

on ჩვენ

 

ქართულ ენაში ჩვენ შეგვიძლია პირის ნაცვალსახელების გარეშეც ვისაუბროთ, მაგალითqდ, ვთქვათ ან დავწეროთ: «ვარ» და არა «მე ვარ». ფრანგულ ენაში კი პირის ნაცვალსახელების გარეშე ზმნის გამოყენება არ შეიძლება (გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ქვემდებარის როლს ასრულებს მეტყველების სხვა ნაწილი: არსებითი სახელი და ა.შ.).

სასაუბრო ენაში ჩვენ ხშირად შევხვდებით «nous» პირის ნაცვალსახელის ნაცვლად გამოყენებულ «on» - პირის ნაცვალსახელს,

 

image0003

 

მაგალითდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ორნაირად «ჩვენ დიდები ვართ» – «nous sommes grands » ან «on est grands»

On est chouette. 

იგივეა რაც :

Nous sommes chouettes. 

 

 

ზმნა avoir (avoir)

 

image0005

 

AVOIR 

 

j'ai   მე მაქვს

tu as შენ გაქვს

il a მას აქვს

elle a მას აქვს

 

nous avons ჩვენ გვაქვს

vous avez თქვენ გაქვთ

ils ont მათ აქვთ

elles ont მათ აქვთ

 

დაიმახსოვრე! როდესაც ზმნა იწყვება ხმოვნით პირის ნაცვალსახელი «je»- იკვეცება და ხდება «j’ »