კურსები
გამოცდები

გამოფენა „ძაფით ნაქსოვი ცხოვრება“

თბილისის ხელოვნების ბაზრობა TAF-ის ფარგლებში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გალერეა ოდილ უიზემანი გიწვევთ ფრანგი და შვედი ხელოვანის ულა ვინბლად როზენ კულიოლის (1928–2012) გამოფენაზე.

ვრცლად

„ქარავან არტ ფორუმი“ 2024

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ ქუთაისში 2024 წლის 15 მაისს გაიხსნება და 20 მაისამდე გაგრძელდება.

ვრცლად

თანამშრომლობა

მედიათეკა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში.

მედიათეკის ფონდი:

  • თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრების ყველა სფეროს ამსახველი 16 000 დოკუმენტი
  • რეგულარულად განახლებული კოლექციები ყველა სახით: წიგნები, ფილმები DVD და Blu-ray ფორმატით, ასევე ელექტონული დოკუმენტების ბაზა
  • ენის შემსწავლელთა ბიბლიოთეკა
  • გალიკა - ფრანგულენოვან მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების ლიტერატურის და ცივილიზაციის ფონდი
  • ჟეორჟიკა - ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნები საქართველოს შესახებ და ქართველ ავტორთა თარგმანები

გამოცდები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი არის ერთადერთი ენების ცენტრი საქართველოში, რომელიც ფლობს პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრისა და პარიზის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის ლიცენზიებს ფრანგული ენის შემდეგი საერთაშორისო გამოცდების ჩასატარებლად:


ვრცლად
DELF /DALF TCF TEF TEFAQ

წასვლა საფრანგეთში

საფრანგეთს პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ ქვეყნებს შორის, მაგრამ გარდა ამისა, ასევე არის მე-3 ქვეყანა, რომელიც იღებს ყველაზე მეტ უცხოელ სტუტენდს და ევროპის მე-3 ქვეყანა, საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.


ვრცლად